რეგიონი
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში
ზუგდიდში,აღმაშენებლის ცენტრალურ გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს, მსხვერპლი არ არის.
რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო ცენტრალურ გზაზე მოძრაობა.