რეგიონი
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში-გარდაიცვალა ერთი ადამიანი

ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის სიახლოვეს რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით გზას ბებია და შვილიშვილი ჰკვეთდნენ, რა დროსაც მანქანა დაეჯახათ.
ბებია ადგილზე გარდაიცვალა და 15 წლამდე მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით მისი მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.