კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას აფენში მამაკაცი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ლაგოდეხი – გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ფორდის მარკის სამარშუტო ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
სამარშუტო ავტომანქანა, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
შეჯახების შედეგად მიღებული ტრამვებით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.