ავტოსაგზაო შემთხვევას აჭარა PS-ის ჟურნალისტი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზეთ აჭარა PS-ის ჟურნალისტი, თამაზ ქობულაძე, დაიღუპა.
შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ჟურნალისტს სამარშრუტო ტაქსი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა.
ფაქტთან უკვე დაწყებულია გამოძიება.