კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების დროს, ერთ- ერთი ავტომანქანა გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა. შემთხვევის ადგილზე, 40 წლამდე ასაკის ქალი და 25 წლამდე მამაკაცი დაიღუპნენ.

დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.

5 ადამიანი დაშავდა მძიმედ, მეორე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. ერთმანეთს საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ხუთ დაშავებულს შორის, განსაკუთრებით მძიმეა ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

გამოძიება ორივე ავტოსაგზაო შემთხვევაზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button