კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას მარტვილში მსხვერპლი მოყვა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარტვილის მუნიციპალიტეტში- არის მსხვერპლი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით,ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ცეცხლი წაეკიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.