მნიშვნელოვანირეგიონი
		
	
	
ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

მცირეწლოვანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ  მაგისტრალზე  მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სხვა რეგიონიდან სოფელში სტუმრად მყოფი, 5 წლის ბიჭი, გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
” ოჯახი იყო სტუმრად ჩამოსული, ჭირის სუფრაზე. ეს ბავშვი სხვებთან ერთად ყოფილა. დანარჩენი ბავშვები უკან მიჰყვებოდნენ, ველოსიპედით. როგორც ჩანს, ჩქარა უნდოდა გადასვლა და ამასობაში, გზაზე მოძრავი ავტომანქანა შეეჯახა”- ამბობენ სოფელში.
ძლიერი შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6-ე  ნაწილით დაიწყო.
 
				 
 



