რეგიონისაქართველოსიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში, მცირეწლოვანი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, 2 წლის ბავშვი მშობლებს ხელიდან გაუსხლტა და ის მიკროავტობუსმა გაიტანა.
კიდევ ერთი ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა – ადგილზე დაიღუპა მამაკაცი. მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი – ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მძიმე მდგომარეობის გამო ექიმები პროგნოზებს ვერ აკეთებენ.
მოისმინეთ ექიმის, რაულ პაქსაძის ხმა.