კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ქალი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.შემთხვევა, ღამით სოფელ კისისხევში მოხდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მყოფ 40 წლის ქალს შეეჯახა.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა მიღებული.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.