კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ ნაფარეულთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილების მძღოლებმა , საჭე ვერ დაიმორჩილეს და ერთმანეთს შეეჯახნენ.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ერთ – ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტომანქანებში მყოფი დანარჩენი მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.