კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას წნორში მამაკაცი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა წნორში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტმობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომანქანის მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
დაშავებული, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა.
ექიმების განმარტებით, მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები და მოტეხილობები ჰქონდა.პაციენტისათვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.