კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა
31 წლის ახალგაზრდა დაშავდა მძიმედ, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა თელავი – ახმეტის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ იყალთოსთან მოხდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შეეჯახების შედეგად, ავტომანქანის მძღოლმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დაღვევას გულისხმობს.