რეგიონი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა, 22 სექტემბერს, დილით, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.
შუახნის ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც, მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
მიყენებული დაზიანებებით, დაშავებული სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, ექიმებმა პაციენტი ვერ გადაარჩინეს.
გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 6-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის, გარდაცვალებით დასრულებას გულისხმობს.