მნიშვნელოვანირეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაშავდა

12 წლის მოზარდი დაშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
ავარია სოფელ კოლაგში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მოზარდს მსუბუქი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის, ცენტრალური გზის გადაკვეთას ცდილობდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, არასრულწლოვანი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.
ჰოსპიტალის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

“პაციენტი, რამდენიმე საათის წინ შემოიყვანეს. მისი მდგომარეობა, ამ დროისათვის, სტაბილურად რთულია. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ბავშვს მენჯის, წვივისა და სახის ძვლები აქვს დამტვრეული “-თქვა ორველაშვილმა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button