კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევისას ახმეტაში რამდენიმე მგზავრი მძიმედ დაშავდა

სამი ადამიანი დაშავდა მძიმედ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახმეტა- თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

ძლიერი შეჯახების დროს, ავტომობილში მსხდომმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარებული სიჩქარე გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button