კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევისას თელავში 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/04/შსს-პოლიცია.jpg)
სამი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა სოფელ ფშაველში, ცოტა ხნის წინ მოხდა.ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ,. თელავის რეფრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, დაშავებულებს შორის, ერთ- ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით კრიტიკულია. მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვა მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ