კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მოზარდი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს. მოზარდს დამატებითი გამოკვლევა და მკურნალობა, იაშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდება.

ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის ცენტრის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, მოზარდის მდგომარეობა რთულია.

” მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე აქ დაიღუპა, დაახლოებით ერთ საათში, რადგან მისი ტრამვები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. რაც შეეხება მოზარდს, მას ხერხემლის მალა აქვს მოტეხილი და სხვა, დამატებითი კვლევები სჭირდება”- განაცხადა ორველაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ყვარელი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, გუშინ მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ- ერთი ავტომანქანა გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა.

შემთხვევის შედეგად, ორი მგზავრი, 40 წლამდე ასაკის ქალი და 25 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button