კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევისას გურჯაანში რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ოთხი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანში.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული პირები, საგარეჯოსა და გურჯაანის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.

ამ დროისათვის, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია.
შეჯახების შემდეგ, ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეფერხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სსკ 276- ე მუხლით დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button