სპორტი

ყაზანის „რუბინმა“ კონფერენს-ლიგაზე კვარაცხელია განაცხადში არ შეიყვანა

კონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ყაზანის „რუბინი“ პოლონურ „რაკუვს“ უნდა შეხვედეს. რუსული კლუბის სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელთა განაცხადი წარადგინა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას გვარი შეტანილი არ არის.

მთავარი სიის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობამ სპეციალური განაცხადი გააკეთა. გაირკვა, რომ საკუთარი აღზრდილების სიმცირის გამო ყაზანელებმა განაცხადში ადგილები 4-ით შეამცირეს და სხვა გუნდებისგან განსხვავებით ჩამონათვალში არა 25, არამედ- 21 ფეხბურთელი შეიყვანეს.

ევროპული ფეხბურთის ფედერაციის წესების თანახმად კი, 21 წლამდელთა მოთამაშეების დამატება მხოლოდ არაძირითად, „ბ“ სიაშია შესაძლებელი. ხვიჩა კი ჯერ მხოლოდ 20 წლისა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად სიაში ვერ მოხვდა, – ის „რაკუვის“ წინააღმდეგ მაინც ითამაშებს.

ყაზანის „რუბინმა“ სხვა განცხადებაც გააკეთა. ხელმძღვანელობის თქმით, მათ გუნდის ერთერთი მთავარი ლიდერი დენის მაკაროვი 9 მილიონ ევროდ გაყიდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სასურველ თანხად ვერ მოახერხეს და ქართველი კვლავ „რუბინში“ რჩება.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი „რაკუვსა“ და „რუბინს“ შორის 5 აგვისტოს პოლონეთში გაიმართება. განმეორებით შეხვედრას ყაზანი 12 აგვისტოს უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button