მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერთან 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება -რუსეთმა უკრაინაში 202 430 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრია”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 6 სარაკეტო და 62 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 202 430 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3781
ჯავშანტექნიკა – 7382
საარტილერიო სისტემა – 3229
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 564
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 325
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2801
ფრთოსანი რაკეტა – 1011
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6103
სპეცტექნიკა – 423
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button