მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

აზერბაიჯანი სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს ემუქრება

აზერბაიჯანმა, შესაძლოა, სომხეთში მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს სარაკეტო დარტყმა მიაყენოს. აღნიშნული იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთი გადაწყვეტს, დარტყმები მიაყენოს სტრატეგიულ ობიექტებს აზერბაიჯანში, მათ შორის, მინგეჩაურის წყალსაცავს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ განაცხადა.

„სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სარაკეტო სისტემებს, რომლებიც ჩვენი არმიის მფლობელობაშია, მაღალი სიზუსტით შეუძლიათ მიაყენონ სარაკეტო დარტყმა სომხეთში, მეწამორის ელექტროსადგურს, რაც სომხეთისთვის დიდი ტრაგედია იქნება.” – აღნიშნა დარგიახლიმ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თხმად გა­მოთ­ქვა­მენ მო­საზ­რე­ბას, რომ შე­საძ­ლოა, მე­წა­მო­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში „ატო­მუ­რი ობი­ექ­ტი“ იყოს. უპირ­ვე­ლეს არ­გუ­მენ­ტად, მისი ხან­დაზ­მუ­ლო­ბა მოჰ­ყავთ.

ეს სად­გუ­რი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში აშენ­და, ანუ ჩერ­ნო­ბი­ლის ელექტრო­სად­გუ­რამ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, იგი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ძველ სტან­დარ­ტებ­სა და ნორ­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე რის­კფაქ­ტო­რებს ვერ პა­სუ­ხო­ბენ. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა, რა­ზეც ფი­ზი­კო­სე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ, ელექტრო­სად­გუ­რის არა­სა­სურ­ველ ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ო­ბაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, ელექტრო­სად­გუ­რი სე­ის­მუ­რად მე­ტად აქ­ტი­ურ ზო­ნა­შია აშე­ნე­ბუ­ლი.

იგი ძა­ლი­ან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს მთებ­თან, სა­დაც არ­სე­ბობს „მი­ძი­ნე­ბუ­ლი“ ვულ­კა­ნი და მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, მისი „გა­მოღ­ვი­ძე­ბა“ სრუ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

სწო­რედ ამ რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის გამო, აზერ­ბა­ი­ჯან­მა, თურ­ქეთ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს სომ­ხეთს, და­ე­ხუ­რა მე­წა­მო­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი. სად­გუ­რი რომ უნდა და­ი­ხუ­როს, ევ­რო­კო­მი­სი­ის ან­გა­რიშ­შიც არის ნათ­ქვა­მი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დაბა მე­წა­მორ­ში მდე­ბა­რე ატო­მურ სად­გურ­ზე სომ­ხე­თის ენერ­გო­მოხ­მა­რე­ბის 40% მო­დის. სწო­რედ ამი­ტომ აჭი­ა­ნუ­რებს სომ­ხე­თი ელექტრო­სად­გუ­რის და­ხურ­ვას.

მე­წა­მო­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი ერევ­ნი­დან 30 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს, თბი­ლი­სი­დან კი, 113 კმ-ით არის და­შო­რე­ბუ­ლი.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია დღეს კვლავ დაიძაბა. მხარეები ურთიერთობის დაძაბვას ერთმანეთს აბრალებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button