საქართველოსიახლეები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაკეტილი პუნქტები გახსნას – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია და აზერბაიჯანის ხელისულფებამ გადაწყვიტა, დაკეტილი პუნქტები გახსნას.

,,ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა.
საუბარი მქონდა ჩემს კოლეგასთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პუნქტები გახსნას, რომელიც დაკეტილი იყო”, – განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ მომავალში, აქტიური მუშაობა წარიმართება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button