მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1 სექტემბრისთვის დაინიშნა.

მილი მეჯლისმა 21 ივნისს მიმართა პრეზიდენტს შესაბამისი წინადადებით. ალიევი, თავის მხრივ, დაინტერესდა მილი მეჯლისის დათხოვნის კონსტიტუციურობით და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

პარლამენტის დაშლის ინიციატივით გამოვიდა მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანი“. პარტია მსგავსი ინიციატივით პირველად არ გამოდის, პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით ის უკანასკნელად გამოვიდა ხუთი წლის წინ. ამის შედეგად არჩევნები დაგეგმილზე ექვსი თვით ადრე გაიმართა.

მოგვიანებით პარლამენტში დაბრუნდა წინა შემადგენლობის დიდი ნაწილი, რამაც კრიტიკა გამოიწვია.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა ცდილობს, ვადის შეცვლით უფრო სწრაფად გააყალბოს არჩევნები.

აზერბაიჯანში უკანასკნელი საპარლამენტო არენები 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართა.

კანონმდებლობის მიხედვით, წელს აზერბაიჯანში მუნიციპალური არჩევნებიც უნდა გაიმართოს.

წელს აზერბაიჯანში გაიმართა ასევე საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნების გამართვა, რომელიც თავდაპირველად 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღდგენით აიხსნება.

ეუთოს მონიტორინგის მისიამ განაცხადა, რომ ახლახან გამართულ არჩევნებში მრავალი კანონდარღვევა აღირიცხა. ბაქო უარყოფს ამ კრიტიკას.
შეგახსენებთ პრეზიდენტის ბრძანებულებით, მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისს 2024 წლის 1 სექტემბერს დაითხოვენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button