აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ერევანს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება [Photo/Video]

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო პოტენიციალის მინიმალური ნაწილი გამოიყენა, – ამტკიცებენ ბაქოში.

“თუ სომხური მხარე ჩვენ საწინააღმდეგოდ პროვოკაციებს კიდევ ჩაიდენს და ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებს, მაშინ მას ბევრი სიურპრიზი ელოდება, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დარგიახლიმ.

მან აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აღჭურვილია თანამედროვე იარაღით, რომელიც მეცნიერების უახლესი მიღწევების მიხედვით არის დამზადებული და მტრის განადგურება შორ მანძილზე, მასთან უშუალო კონტაქტის გარეშე შეუძლია.

“სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანისა და მისი ქვეყნის მაღალჩინოსანი სამხედრო ექსპერტების მიერ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სიძლიერის აღიარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მტერი პანიკაში იმყოფება”, – აღნიშნა დარგიახლიმ.

როგორც უკვე ცნობილია, ყარაბაღის კონფლიქტმა ახალი ძალით 2 აპრილის ღამით იფეთქა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32830″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button