მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 55 შეტაკება მოხდა-უკრაინაში 200 590 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გუშინ, დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 55 შეტაკება მოხდა.

“მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრია”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 57 საჰაერო და 31 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 200 590 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 17 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 200 590
​ტანკი – 3 771
ჯავშანტექნიკა – 7 365
საარტილერიო სისტემა – 3 166
სარაკეტო სისტემა – 562
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 318
თვითმფრინავები – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 748
საკრუიზო რაკეტები – 982
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 067
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 417.

მსგავსი პოსტები

Back to top button