მნიშვნელოვანი

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, წელს 49 მილიონი დაიხარჯება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით, 2018 წელს ჩასატარებელ ღონისძიებებში მოსახლეობისთვის პრეპარატების დარიგება გათვალისწინებული არ არის.

როგორც ზურაბ ლიპარტიამ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, წელს, ფაროსანასთან ბრძოლა ძირითადად, ტექნიკის საშუალებით მოხდება და ამ მავნებლის წინააღმდეგ, დაახლოებით 49 მილიონი ლარი დაიხარჯება. ლიპარტიას თქმით, ტექნიკური საშუალებებისა და პრეპარატის რესურსი დაახლოებით ერთ მილიონ ჰექტარზეა გათვლილი.

რაც შეეხება წინა წელს ჩატარებულ ტენდერებსა და შეძენილ პრეპარატებს, ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნული შესყიდვების მიზნობრიობას უკვე ამოწმებს.

მოისმინეთ ზურაბ ლიპარტიას ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button