მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აზოვის ზღვის პოლკი დახმარებას ითხოვს

მარიუპოლში ვითარება მძიმეა- აზოვის ზღვის პოლკი იტყობინება, რომ ოკუპანტების უკვე მეოთხე შეტევა მოიგერიეს, განადგურებულია რამდენიმე ჯავშანმანქანა და ამ დროისათვის მტერმა უკან დაიხია იმისთვის, რომ შეტევა განაახლონ.

“ახლა მნიშვნელოვანია მარიუპოლის შენარჩუნება. ეს არის უკრაინის ბოლო ციხესიმაგრე აზოვის ზღვაზე.  დავკარგავთ მარიუპოლს – დავკარგავთ მთელ უკრაინას!” – ამბობს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე და ამბობს რომ სჭირდებათ დახმარება და რეზერვი.

მისივე ინფორმაციით, რუსულმა ტერორისტულმა ძალებმა სოფელში ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა მოაწყვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button