მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აზოვსტალის მცველების უკრაინაში გადაყვანის შესახებ რუსეთს არავინ შეატყობინა

თურქეთიდან უკრაინაში “აზოვსტალის” მეთაურების დაბრუნება, “პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების დარღვევაა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აზოვსტალის მცველების სამშობლოში დაბრუნების გამო უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.

თურქეთიდან უკრაინაში „აზოვის თავკაცთა“ დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა არსებული შეთანხმებების პირობების პირდაპირი დარღვევა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, პირობა დაარღვია “როგორც უკრაინულმა, ისე თურქულმა მხარემ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

პესკოვის თქმით, „აზოვსტალის“ დაცვის მეთაურები, თურქეთში, თითქოსდა ომის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, აზოვსტალის მცველების უკრაინაში გადაყვანის შესახებ რუსეთს არავინ შეატყობინა და ტყვეების გადაცემის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნას უკავშირდება.

„ნატო-ს სამიტის წინ თურქეთზე თითქოს ზეწოლა განხორციელდა და რუსეთის ფედერაციას ყველაფერი კარგად ესმის, მაგრამ ხელშეკრულების დარღვევა არავის შეშვენის“, – აცხადებს პესკოვი.

8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მყოფი “აზოვსტალის” დაცვაში მონაწილე უკრაინელი მეთურები უკრაინაში დაბრუნდნენ.

ყველა უკრაინელი მეთაური, რომელიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდა, უკრაინაში ბრუნდება თურქეთიდან, სადაც ისინი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თურქეთიდან შინ ვბრუნდებით და სამშობლოში მოგვყავს ჩვენი გმირები“, – წერს ტელეგრამის არხში უკრაინის ლიდერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button