მნიშვნელოვანისაქართველო

“უგულავს დაპატიმრებას, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია მოჰყვეს” – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას, ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებად აფასებს. კვირიკაშვილი სოცლიალურ ქსელში წერს, რომ ფაქტი ხელისუფლების მხრიდან, მოსახლების მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმაა, რასაც შესაძლოა 2020 წლის არჩევნების შედეგების დელეგიმიტაცია მოჰყვეს.

“როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია – როგორც ხელისუფლების მხრიდან, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში – აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური მრწამსი, იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული. ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე. მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება,” – ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოყვეყნებულ განცხადებაში.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვიან ღამით, უგულავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება.

მსგავსი პოსტები

Back to top button