
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის – მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილს ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება. მისი თქმით, ექსპერტიზას კომპანია „ჰიუნდაის“ წარმომადგენლები დააკვირდებიან და ავტომობილის შემოწმებაში FBI-ს ექსპერტების ჩართვა საჭირო არ არის.
„უახლოეს დღეებში ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარდება. თვითონ მანქანა ისეთია, რომ ძალიან დაბალი რანგის ავტომობილია და აქედან გამომდინარე, არ არის საჭიროება რომ უცხოელი ექსპერტები იყვნენ ჩართული. ექსპერტიზაზე „ჰიუნდაის“ წარმომადგენლები იქნებიან, სპეციალისტები არიან, დააკვირდებიან და პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
ექსპერტიზაზე ავტომობიოლი შემოწმდება თავიდან ბოლომდე, მისი მდგომარეობა, რა გზები გაიარა ავტომობილმა, რამე დაზიანება ხომ არ ჰქონდა, „ბუქსირზე“ ხომ არ იყო ჩაბმული. საერთო ჯამში, ტექნიკური მდგომარეობაა შესამოწმებელი“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.