ბაციაშვილი წინ მიიწევს

ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა (2485), რომელიც ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე Tata Steel Challengers-ზე ირჯება, მე-5 ტურში მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელი მიგელ ადმირაალი (2441) დაამარცხა და თავი სამ ქულას მოუყარა. ნინო გერმანელ ლივიუ-დიტერ ნისეპეანუსთან (2679) და აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლისთან (2653) ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მეხუთეა.

ტურნირის სათავეში 4.5-4.5 ქულით რუსი ალექსეი დრეევი (2644) და ინდოელი ადჰიბან ბასკარანი (2653) იმყოფებიან. 22 იანვარს ბაციაშვილი შავი ფიგურებით ჰოლანდიელ ბენჯამინ ბოკს (2607) ეთამაშება.

მსგავსი პოსტები

Back to top button