ბაღდადის ტერაქტმა 172 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა [Photo/video]

ბაღდადის სავაჭრო ცენტრ ალ-ქარადას მახლობლად მომხდარ აფეთქებებს 172 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 196 მძიმედ დაიჭრა, – იუწყება სააგენტო INA და ერაყის სამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო მობილიზაციის ძალები”.

2 აფეთქება ბაღდადის ცენტრალურ რაიონში 3 ივლისის ღამით მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” თავის თავზე აიღო. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ აფეთქებები მუსულმან-შიიტების დასასჯელად მოაწყვეს, რომლებსაც ვაჰაბიტები ქრისტიანებზე უარეს ერეტიკოსებად თვლიან.

დაღუპულ ადამიანთა დიდი რიცხვი იმან გამოიწვია, რომ ისინი სავაჭრო ცენტრში მოსალოდნელი მუსულმანური დღესასწაულისთვის, რომელიც 5 ივლისს – რამანდანის წმინდა თვის დასასრულს აღნიშნავს, საჩუქრების შესაძენად მივიდნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37661″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button