მნიშვნელოვანისაქართველო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დღეს პარლამენტში ელოდებიან. კობა გვენეტაძეს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მოუწევს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა.

გვენეტაძესთან პრეტენზიები ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობასაც აქვს. მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2018-20 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსაც წარუდგენს.

კონა გვენეტაძე პარლამენტში 27 ნოემბერს უნდა მისულიყო, თუმცა ეს მოსმენა 4 დეკემბრამდე გადაიდო. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, კომიტეტს მოსმენის გადადების თხოვნით თავად გვენეტაძემ მიმართა, რომელიც პირადი საქმეებიდან გამომდინარე საქართველოში არ იმყოფებოდა.

დეპუტატებმა გვენეტაძე პარლამენტში ფულად საკრედიტო პოლიტიკასა და ლარის კურსთან დაკავშირებით მიიწვიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button