ბაღის აღმზრდელს მშობელი შვილის ცემაში ადანაშაულებს

მუხიანში მდებარე 153-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელს, მშობელი მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს.

საქმეზე მოკვლევა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაიწყო. როგორც სააგენტოში განაცხადეს, ბაღის ადმინისტრაცია სააგენტოშია დაბარებული, ხოლო მონიტორინგის სამსახური საბავშვო ბაღშია მისული. საქმე ეხება ერთ-ერთი მშობლის პრეტენზიას, რომელიც 153-ე საბავშვო ბაღში ბავშვზე შესაძლო ძალადობას ეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

როგორც უწყებაში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს. ძალადობაში დადანაშაულებული პედაგოგი განცხადებას არ აკეთებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button