ბაღის პედაგოგთა ხელფასები თებერვლიდან უნდა გაიზარდოს
საბავშვო ბაღების პედაგოგებს თბილისში ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
ლექვინაძის თქმით, 5-დან 20%-მდე გაზრდილ ხელფასს თბილისის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე პირები მიიღებენ.
მატება თებერვლიდანვე მოხდება. ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ხელფასის ზრდა 6 ათასზე მეტ თანამშრომელს შეეხება.