ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი მარინე ღუდუმიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, 131 ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი მარინე ღუდუმიძე, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან, სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას.

გამოძიების ცნობით, აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ 48 919 ლარის პროდუქციას.

საქმეზე გამოძიება 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდიანრეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button