მსოფლიოსიახლეები

საკარანტინო სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშის შტატში, COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილ საკარანტინო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივი უწყებების ინფორმაციით, ინციდენტი გამთენიისას მოხდა. საკარანტინო სივრცეში სულ 22 პაციენტი მკურნალობდა.

გასულ კვირას, ასევე, ხანძარს ემსხვერპლა 8 კოვიდინფიცირებული, რომლებიც ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მკურნალობდნენ.

COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ინდოეთი, მსოფლიოს მასშტაბით, მესამე ადგილზეა. სულ ქვეყანაში დადასტურებულია ვირუსის 2 156 756 შემთხვევა, გარდაცვლილია 43 498 ადამიანი, ხოლო 1 481 825 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button