საქართველოსიახლეები
ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, არიან დაშავებულები

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა. „ევექსის“ კლინიკაში მოთავსებული საშუალო ასაკის მამაკაცი საოპერაციოში შეჰყავთ.
რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, მისი მდგომარეობა მსუბუქია.
ამასთან, როგორც იაშვილის კლინიკაში განაცხადეს, 15 წლამდე მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკის ცნობით, მოზარდს უმნიშვნელო დაზიანება აქვს ფეხის არეში და ახლა ყველა საჭირო კვლევა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).