მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის,,-ჰელსინკის კომისია

დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის, – ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

„წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშს აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ ძალისხმევაზე, მოეხდინა ქართული დემოკრატიის საბოტაჟი, ძალადობრივად თავს დასხმოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და საქართველო ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაეგდო.

დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის.

ამერიკელი ხალხი ქართველებს გვერდში უდგას ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად მათ მიმდიანრე ბრძოლაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა,,-ბლინკენი

“შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ სანქციები დაუწესა… როდის მიჰყვება ევროკავშირი? ჩვენ ვერ დავუშვებთ ქვეყანას რუსეთის ხელში ჩავარდნას,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს.

“შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ სანქციები დაუწესა. (მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი.)

ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა საქართველოში, ეს არის დაგვიანებული და ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი.

როდის მიჰყვება ევროკავშირი? ჩვენ ვერ დავუშვებთ ქვეყანას რუსეთის ხელში ჩავარდნას,” – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

აშშ-მა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა

დრო მოვიდა, ივანიშვილმა ფასი გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის, – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

„ესტონეთმა ის და 27 სხვა პიროვნება დაასანქცირა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო. გვიხარია, რომ სხვებიც მოგვყვებიან,” – წერს ცაჰკნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button