სპორტი

ბაიერნის ისტორიული კრახი და გაქცეული ფეხბურთელები

გერმანიის თასის 1/16 ფინალში მიუნხენის ბაიერნი მიონხენგლადბახის ბორუსიას შეხვდა და ისტორიული ფიასკო განიცადა.

გერმანული კლუბური ფეხბურთის სახე, „ბაიერნი“ მეტოქესთან ბრძოლაში ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

კრახის დასაწყისი მატჩის დებიუტშივე ნათლად ჩანდა, როცა 21-ე წუთზე რეკორდმაისტერი უკვე 0:3-ს აგებდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ყველა ფეხბურთელი გაექცა, თუმცა მიკროფონთან კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი მივიდა და ასეთი რამ თქვა: „აქ არ ვყოფილვართ, სადღაც სხვაგან ვიყავით. პირველ ტაიმში ერთი ორთაბრძოლაც არ მოგვიგია. ეს კოლექტიური კრახი იყო.”

ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ისტორიულ მარცხს თვალი საკუთარი სახლიდან მიადევნა. 34 წლის სპეციალისტს კორონავირუსი აქვს.

ცნობისთვის: საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კლაუს ტოპმიოლერის შვილის ხელმძღვანელობით ბაიერნმა წინა ორი თამაში ერთნაირი ანგარიშებით, 4:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ არსებობის ისტორიაში ბაიერნს ამაზე დიდი სხვაობით მხოლოდ 4 თამაში აქვს წაგებული!

მსგავსი პოსტები

Back to top button