“ბაიერნს” ნაპოლეონი აღარ ჰყავს [Photo]

“ბაიერნის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ ქალაქ ვინკლში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა დეტმარ კრამერი. ამ მწვრთნელთან ერთად, მიუნხენურმა კლუბმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (1975, 1976) და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი (1976).

სწორედ მის სახელს უკავშირდება კლუბის აღორძინება გერმანულ და ევროპულ ფეხბურთში.

“ბევრისთვის დეტმარ კრამერი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ადამიანი სპორტში, – განაცხადა “ბაიერნის” პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. – ის ჩემთვის მეორე მამა და მთავარი დამრიგებელი იყო მაშინ, როცა კარიერას ვიწყებდი. სწორედ მას ეკუთვნის მთავარი დამსახურება, რომ მე წარმატებული მოთამაშე გავხდი”.

“ბაიერნის” გარდა, დეტმარ კრამერი წვრთნიდა “აინტრახტს”, “ლევერკუზენსა” და “ჰერტას”. მუშაობდა გერმანიის საფეხბურთო კავშირსა და ფიფაში. მისი მეტსახელი იყო – “ნაპოლეონი”.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18646″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button