მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბახმუტის გარკვეულ რაიონებში საოკუპაციო ნაწილები შესამჩნევად ნერვიულობენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის გარშემო პოზიციები აღადგინეს.

“ოკუპანტები ქალაქ ბახმუტზე შტურმს აგრძელებენ და წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ატარებენ ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ორეხოვო-ვასილევკას მხარეში. უკრაინის ჯარებმა ბახმუტის ირგვლივ პოზიციები აღადგინეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახლემეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ბახმუტის გარკვეულ რაიონებში საოკუპაციო ნაწილები შესამჩნევად ნერვიულობენ და მათ სულ უფრო ნაკლები დრო და ადამიანური რესურსი აქვთ.

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა ბოლო თვეებია აქტიურად მიმდინარეობს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსულ ძალებს ბახმუტის რეგიონში დიდი სამხედრო დანაკარგები აქვს. ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები ავდეევკას ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობებს არ წყვეტენ.

ამასთან უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსებს ბახმუტში მცირე წარმატება აქვთ, მაგრამ ქალაქის აღება არ შეუძლიათ.

“აგრესორი მთავარ შეტევას ერთდროულად ოთხი მიმართულებით ახორციელებს, ესენია: ლიმანი, ბახმუტი, მარინკა და ავდეევკა. ძირითადად ყველა მცდელობა წარუმატებელია. ყველაზე დიდი ძალისხმევა მიმართულია ბახმუტზე კონტროლის დამყარებაზე, [რუსული ძალები] ცდილობენ ქალაქის ცენტრალური ნაწილისკენ გადაადგილდნენ. ზოგიერთ რაიონში მათ მცირე წარმატება აქვთ, მაგრამ ქალაქის აღება არ შეუძლიათ. ქალაქში სასტიკი ბრძოლები გრძელდება”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მალიარის თქმით, მტერი ასევე აწარმოებს შეტევით ოპერაციებს ავდეევკას რეგიონში, რათა ქალაქი ალყაში მოაქციოს და უკრაინულ ძალებს გადაადგილების საშუალება არ მისცენ. გარდა ამისა, ბრძოლა გრძელდება ბელოგოროვკასა და მარინკაში.

შეგახსენებთ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების თქმით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, ბახმუტის გარშემო პოზიციები აღადგინეს. თუმცა, რუსეთის ჯარებს ქალაქში მხოლოდ მცირე წარმატება აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button