მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბახმუტში, რუსები იძულებულები არიან შეცვალონ შემტევი ჯგუფის შემადგენლობა

ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა

უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტის დაცვა გრძელდება, სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლდება.

უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების მედიაცენტრის მიერ დღეს, 10 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 9 აპრილს, გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი იმყოფებოდა ბახმუტის მიმართულებით ფრონტის ყველაზე “ცხელ მონაკვეთებზე”. მედიაცენტრის თანახმად, სირსკიმ მეთაურებისგან მიიღო ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის და დაუყოვნებლივ მოსაგვარებელი პრობლემების შესახებ და ადგილზევე მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილებები.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ბახმუტში ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ.

ოლექსანდრ სირსკი შეხვდა ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი სახმელეთო და სადესანტო-მოიერიშე ძალების და ტერიტორიული თავდაცვის პირად შემადგენლობასაც. გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის განცხადებით, უკრაინელმა მეომრებმა „ვაგნერელები“ გამოფიტეს, ამიტომ რუსეთი იძულებული გახდა ბახმუტისთვის ბრძოლაში ჩაერთო სადესანტო-მოიერიშე ქვედანაყოფები და სპეცრაზმები და ამჟამად ორივე მხრიდან სასტიკი ბრძოლებია. სირსკის თანახმად, მოწინააღმდეგე გადავიდა „გამომწვარი მიწის“ ე.წ. სირიულ ტაქტიკაზე და ბახმუტში შენობებს ანადგურებს საარტილერიო ცეცხლით და საჰაერო დარტყმებით.

“რუსები ბახმუტის განადგურებას აგრძელებენ, ქალაქის აღებას ცდილობენ. ოკუპანტები ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ. ის ანადგურებს შენობებს და პოზიციებს საჰაერო დარტყმებითა და სარტილერიო ცეცხლით. უკრაინელი სამხედროების ძლიერი თავდაცვის გამო, რუსები იძულებული გახდნენ, შეეცვალათ შემტევი ჯგუფის შემადგენლობა.

მტერი ახლა იძულებულია, ჩართოს სპეცრაზმი და საჰაერო თავდასხმის ნაწილები ბახმუტისთვის ბრძოლებში. ბრძოლა ორივე მხრიდან მძიმეა. ბახმუტის დაცვა გრძელდება. სიტუაცია რთულია, მაგრამ მართვადი”, – თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის
ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები დონეცკის ოლქის სამი ქალაქის მიმართულებით შეტევებს აძლიერებენ. მათ შორისაა ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა. ამასთან, დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსები ბრძოლის დროს მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავენ, თუმცა მინიმალურ შედეგებს აღწევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button