ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა საპატრიარქოს გადაეცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა, რომლის ღირებულებაც 3 045 300 ლარია, საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.

კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეწარმეო სახლის გახსნის მიზნით ობიექტი ეკლესიას პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა.

ბაკურციხის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია, რომელზეც 2 მილიონ ლარზე დაიხარჯა, ქვეყნის ადგილობრივი ბიუჯეტისა და “მსოფლიო ბანკის” დაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button