მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა სავარაუდოდ ივლისში დასრულდება

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დასკვნით ეტაპზეა. 13 კმ-იან მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დასრულდა, ხოლო დარჩენილ ორ-ნახევარ კმ-ზე სახიდე გადასასვლელის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

შემოვლითი მონაკვეთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან, რის შემდეგაც ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში.

გზის გახსნა ივლისის ბოლომდე იგეგმება. მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სამუშაო პროცესს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გაეცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button