მნიშვნელოვანისიახლეები

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ივანიშვილს გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა

კანადა სანქციებს დაუწესებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი x-ში აქვეყნებს იმ ქართველების სიას, რომლებსაც ლიეტუვა სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი პასუხისმგებლობის გამო. ესტონეთი უკრძალავს ქვეყანაში შესვლას ქართველებს, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს – წერს X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა და იმ პირების სიას აქვეყნებს, ვისთვისაც სანქციები ამოქმედდა

ლანდსბერგისის მიერ გამოქვეყნებული სია აერთიანებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს.

სავიზო შეზღუდვებს დაქვემდებარებულთა სია ასეთია:

ბიძინა ივანიშვილი (“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე);
ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი);
იოსებ ჭელიძე (შს მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან);
შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე 2021 წლიდან);
ალექსანდრე დარახველიძე (შს მინისტრის მოადგილე 2021 წლიდან);
გიორგი ბუთხუზი (შს მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან);
ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელით “ხარება” ( განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2024 წლის სექტემბრიდან სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ);
მილერი ლაგაზაური (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, უკვე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ);
ვაჟა სირაძე (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);
თეიმურაზ კუპატაძე (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);
მირზა კეზევაძე (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე).
ამ სიის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა სამი ქვეყნის: ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებაზე.

„დემოკრატიის მოწინააღმდეგეები და ადამიანის უფლებების დამრღვევები არასასურველები არიან ჩვენს ქვეყნებში“, – ნათქვამი იყო 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლანდსბერგისის მიერ სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლატვიისა და ლიეტუვის მსგავს სავიზო შეზღუდვას მისი ქვეყანა საქართველოდან 11 ადამიანს უწესებს.

1-ელ დეკემბერს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ დაუწესონ ერთობლივი სანქციები მათ, “ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში”.

კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სასანქციო რეჟიმის გათვალისწინებით. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა

“კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სასანქციო რეჟიმის გათვალისწინებით. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბალტიის სხვა ქვეყნების საგარეო მინისტრებთან და ჩვენ ერთად შევაფასეთ სიტუაცია. თქვენ ასევე იხილეთ ევროკავშირის ფარგლებში უმაღლესი წარმომადგენლის საკმაოდ ძლიერი განცხადება, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის სახელმწიფოებმა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ჩვენ ამას ვხედავთ ქართველი ხალხის ქმედებებშიც, რომლებიც საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოხატავენ და მათი ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ გაჰყვეს ამ გზას 2028 წლამდე. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა ყველა რეფორმის გატარება, რომელიც საჭიროა ევროინტეგრაციისთვის, რასაც ქართველები მხარს უჭერენ. ამავე დროს, ამ ნების ჩახშობა, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპატიმრება ის საკითხია, რომელზეც ჩვენ სიჩუმეს ვერ შევინარჩუნებთ და მივიღებთ ზომებს.

მე დავამატებ, რომ ჩვენ ვერ დავარქმევთ სამართლიანს იმ არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ჩატარდა. გარდა ამისა, ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, როდესაც ახშობენ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას ქუჩებში, არ შეეფერება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, არ გაჰყოლოდა ქართველი ხალხის ნებას, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი და გადაეხვია ევროინტეგრაციის გზიდან”, – აცხადბენ კანადის საგარეო საქმეთა სამინსიტროში.

მსგავსი პოსტები

Back to top button