ბალტიმორში ზარალს ითვლიან
ვანდალებმა 15 შენობა და 144 ავტომობილი დაწვეს. 200 ადამიანი დაპატიმრებულია, პოლოციის 15 ოფიცერი – დაჭრილი.
„საბედისწერო შემთხვევამ, იმ პროგრესს, რომლისკენაც ასე დიდხანს მივდიოდით, დიდი ზიანი მიაყენა და დაანგრია. მთელი ქალაქისთვის ძალიან მძიმე დღე იყო. გუშინდელმა შემთხვევამ მოქალაქეების მდგომარეობის სიძნელე დაგვანახა. მათ დახმარება სჭირდებათ, მაგრამ მას დროულად ვერ აღმოვუჩენთ ამ პროტესტების დამანგრეველი შედეგების გამო.“ – განაცხადა ქალაქის მერმა სტეფანი როულინგს- ბლეიქმა.
ბალტიმორში 28 აპრილიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა.