კულტურამოზაიკა

5 ფილმი საახალწლო განწყობისთვის

იმისთვის რომ გაგიადვილდეთ არჩევანი, გთავაზობთ საუკეთესო ფილმებს, რომლის მოქმედება და ამბავი მიმდინარეობს ახალ წელს.

1.  Home alone (მარტო სახლში)

რვა წლის კევინი მშვენივრად ართმევს თავს სიტუაციას მას შემდეგ, რაც საშობაო არადადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს ის შემთხვევით სახლში დარჩება. როდესაც ორი მძარცველი კევინის სახლს თვალს დაადგამს, მოხერხებული ბიჭი კარგად მოემზადება თავისი ტერიტორიის დასაცავად. „Home alone” – ს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ კიდევ 4 ნაწილი გადაიღეს, რომლებიც მოგვითხრობს სხვადასხვა ისტორიას, სავსეა ინტრიგებით, პოზიტივით, მახეებითა და სხვადასხვა სასაცილო მომენტებით.

2. The family stone (სტოუნების ოჯახი)

სტოუნების ოჯახი განსხვავდება იშვიათი ურთიერთობითა და ურთიერთგაგებით. მაგრამ როცა საყვარელი შვილი ევერეტ სტოუნი სახლში საცოლეს მერედიტს მოიყვანს, ექსცენტრიული ოჯახი გადაწყვეტს ახალგარზრდებს განუცხადოს თავისი უარყოფითი აზრი მომავალი მოსალოდნელი მოვლენების შესახებ. საბოლოო ჯამში, ფილმში სადღესასწაულო განწყობის ფონზე ვითარდება ძალიან საინტერესო სიუჟეტი ისეთი მსახიობების მონაწილეობით, როგორებიც არიან: სარა ჯესიკა პარკერი, რეიჩელ მაკადამსი, დერმოტ მარლუნი და სხვები.

3. Love actually (რეალური სიყვარული)

ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება. ეს ფილმი საახალწლო საუნდტრეკებით, საოცარი მსახიობებითა და ამაღელვებელი ისტორიებით ნამდვილად გვარწმუნებს, რომ შობის ღამეს სასწაულები ხდება.

4. 12 Dates of Christmas (12 საშობაო პაემანი)

რომანტიკული კომედია ქეითზე, რომელიც ცდილობს ძველი შეყვარებული დაიბრუნოს და შობის წინ 12 პაემანზე მოუწევს წასვლა. ფილმი სავსეა პოზიტიური, საახალწლო განწყობითა და რომანტიკული ელემენტებით.

5. How the Grinch stole Christmas (როგორ მოიპარა გრინჩმა შობა)

ჯადოსნური ქვეყანა ჰუვილი ფიფქის შიგნითაა. ჰუვილში ცხოვრობენ “ჰუები”, კატის სახიანი მუტანტი ხალხი. ჰუებს ძალიან უყვართ შობა, გრინჩისგან განსხვავებით, რომელიც ჰუვილითან ახლოს ცხოვრობს და გეგმავს შობის მოპარვას ჰუვილელებისგან, რომლებსაც იგი ვერ იტანს. პატარა ბავშვი სინდი ლიუ კი გრინჩათან დამეგობრებას გადაწყვეტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button