ბანგკოკის ცაზე უცნაურმა ობიექტმა გაიბრწყინა [Video/Photo]

7 სექტემბერს, ბანგკოკის ცაზე უცნაური ობიექტი გამოჩნდა, რომელსაც თან თეთრი ბოლის შლეიფი ახლდა, – იუწყება The Malay Mail Online.

ტაილანდის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განაცხადეს, რომ ავიაინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

ასტრონომების ვარაუდით, ცაში მკაფიო ბურთის გამოჩენა მეტეორიტის ვარდნას უკავშირდება, თუმცა ბანგკოკის პლანეტარიუმის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მათი მონაცემებით, დედამიწასთან მეტეორიტის შეჯახება არ დაფიქსირებულა.

Satview, რომელიც თანამგზავრების გადაადგილებას აკონტროლებს, გადმოსცემს, რომ ზუსტად აღნიშნულ დროს, კოსმოსური ნაგვის – Flock 1B-11-ის №40459U ფრაგმენტი უნდა შემოჭრილიყო დედამიწის ატმოსფეროში და მკვრივ შრეებში დამწვარიყო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17212″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button