ბანგლადეშში “მოხუცი” ბავშვი დაიბადა [Photo/video]

ბანგლადეშში 80 წლის მოხუცის მსგავსი ბიჭი დაიბადა, რომელსაც მრავლობითი ნაოჭი და ზურგზე თმის საფარი აღენიშნება, – გვაცნობებს The Daily Mail.

ახალშობილის დანახვისას ადგილობრივი ექიმები შოკში ჩავარდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ბავშვს პროგერიის უიშვიათესი ფორმა აღენიშნება.

ბავშვის მამამ განაცხადა, რომ წყვილს უკვე ერთი ქალიშვილი ჰყავს, ხოლო ასეთი უჩვეულო ბიჭის დაბადება ჭეშმარიტად ღვთის წყალობაა.

პროგერია ბერძნული სიტყვაა და ნაადრევად დაბერებას ნიშნავს. იგი უიშვიათესი გენეტიკური დაავადებაა. ტერმინი პროგერია რამდენიმე სინდრომს მოიცავს, რომელსაც ერთი რამ აერთიანებს: ადამიანი განსაზღვრულ ასაკში მოულოდნელად, სწრაფად ( ნორმალურზე 10-ჯერ მეტი ტემპით) იწყებს დაბერებას. პროგერიით დაავადებულთა ყველაზე დიდი რიცხვი იდოეთსა და ბანგლადეშშია დაფიქსირებული, რაც ნათესავებს შორის ქორწინებით აიხსნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის გენეტიკური ფაქტორითაა გამოწვეული. გენეტიკურ მუტაციას შეუძლია არიოს ბიოლოგიური საათი და 25-30-ჯერ დააჩქაროს დაბერების პროცესი. არსებობს პროგერიის ორი ძირითადი ფორმა: ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომი (ბავშვების პროგერია) და ვერნერის სინდრომი (მოზრდილთა პროგერია). ორივე ბუნებრივი დაბერების დაჩქარებული განვითარებით ვლინდება. პირველ შემთხვევაში ეს პროცესი ბავშვის დაბადებისთანავე იწყება და ადამიანი ძალიან იშვიათად აღწევს 20 წლის ასაკს, მეორე სინდრომი კი სქესობრივი მომწიფების პერიოდში იწყება და ადამიანმა, შესაძლოა, 30-40 წელს მიაღწიოს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43864″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button